გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისის მერია სოფელ შინდისის 24-საათიან წყaლმომარაგებას გეგმავს

31-05-2018

თბილისის მერია შინდისის დასახლების წყლით უზრუნველყოფის პრობლემის გადაწყვეტას გეგმავს. თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მოადგილეს დაავალა, დღესვე დაიწყოს მოლაპარაკება კომპანია GWP-სთან და წლის ბოლომდე განახორციელონ შესაბამისი პროექტი.


„შინდისის მოსახლეობამ არაერთხელ მოგვმართა წყალმომარაგების პრობლემის გამო. ჩვენ ვსაუბრობთ ქალაქის განვითარებაზე, ქვეყნის განვითარებაზე და ელემენტარულად დედაქალაქში, შინდისში მოსახლეობას არ აქვს შესაძლებლობა, რომ წყლით ისარგებლოს. ირაკლი ბენდელიანს მინდა ვთხოვო, რომ GWP-სთან დღესვე დაიწყოს მოლაპარაკებები. მე ვიცი, რომ თანხმობა არის ამ პროექტთან დაკავშირებით. 150 ოჯახი ცხოვრობს ამ დასახლებაში. ამავდროულად, შინდისი სააგარაკედ ერთ-ერთი საინტერესო მიმართულებაა, თუმცა შეუძლებელია მისი განვითარება, თუ ელემენტარული სასმელი წყალი არ აქვთ ადამიანებს. წელსვე დავიწყოთ ამ პროექტის განხორციელება, რომ იქ მცხოვრებ ადამიანებს ამის პრობლემა არ ჰქონდეთ“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031