6-10-2021
,,აწარმოე საქართველოში'' ერთ-ერთ მიმართულებასთან - "Invest in Georgia" თანამშრომლობით, გავლენიანმა საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიამ, ''Ryan Strategic Advisory" ევროპის ბიზნეს სერვისების პოტენციალის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოს პოტენციალს გაესვა ხაზი.
ანგარიში მიმოიხილავს ბიზნეს სერვისების '"Outsourcing"-ის უახლეს ტენდენციებს და იმ როლს, რომელიც საქართველოს შეუძლია შეასრულოს პანდემიის შედეგად შექმნილ ახალ რეალობაში. კვალიფიციური სამუშაო ძალა, გეოგრაფიული და კულტურული სიახლოვე, განვითარებული სექტორი - მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ ფაქტორებისა, რომლებიც საქართველოს მიმზიდველ ადგილმდებარეობად აქცევს.
სწორედ ამ ფაქტორებიდან გამომდინარე, უკვე რამდენიმე ისეთმა გლობალურმა კომპანიამ დაიწყო ოპერირება საქართველოში, როგორებიცაა Concentrix; Majorel და EPAM.
ანგარიში ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე:
https://page.investingeorgia.org/nearshore_opportunity