6-10-2021
კვალიფიციური სამუშაო ძალა, გეოგრაფიული და კულტურული სიახლოვე, განვითარებული სექტორი - მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ ფაქტორებისა, რომლებიც საქართველოს მიმზიდველ ადგილმდებარეობად აქცევს ბიზნეს სერვისების აუთსორსინგის მიმართულებით, - ამის შესახებ გავლენიანი საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია 'Ryan Strategic Advisory"-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც ხაზს უსვამს საქართველოს პოტენციალს.
გავლენიანმა საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიამ ანგარიში სააგენტოს ,,აწარმოე საქართველოში'' ერთ-ერთ მიმართულებასთან - "Invest in Georgia" თანამშრომლობით გამოაქვეყნა.
„აღსანიშნავია, რომ ანგარიში გამოქვეყნდა მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს ამერიკული ბიზნეს სერვისების კომპანია - ''Concentrix"-ის საქართველოში შემოსვლიდან რამდენიმე დღეში, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს პოტენციალს, რომელსაც უკვე წამყვანი საერთაშორისო კომპანიები აღიარებენ," - განაცხადა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" დირექტორმა, მიხეილ ხიდურელმა.
ანგარიში მიმოიხილავს ბიზნეს სერვისების '"Outsourcing"-ის უახლეს ტენდენციებს და იმ როლს, რომელიც საქართველოს შეუძლია შეასრულოს პანდემიის შედეგად შექმნილ ახალ რეალობაში. კვალიფიციური სამუშაო ძალა, გეოგრაფიული და კულტურული სიახლოვე, განვითარებული სექტორი - მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ ფაქტორებისა, რომლებიც საქართველოს მიმზიდველ ადგილმდებარეობად აქცევს.
„სწორედ ამ ფაქტორებიდან გამომდინარე, უკვე რამდენიმე ისეთმა გლობალურმა კომპანიამ დაიწყო ოპერირება საქართველოში, როგორებიცაა Concentrix; Majorel და EPAM", - ნათქვამია Ryan Strategic Advisory-ის ანგარიშში.