გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
განხორციელებული პროექტების შედეგებსა და არსებულ გამოწვევებზე კარტოფილის საერთაშორისო ცენტრის (CIP) ორგანიზებით გამართულ კონფერენციაზე იმსჯელეს

6-10-2021

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა კარტოფილის საერთაშორისო ცენტრის (CIP) ორგანიზებით გამართულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. კონფერენციაზე CIP-ის მიერ საქართველოში სახელმწიფო და დონორ ორგანიზაციებთან ერთად განხორციელებულ პროექტებზე, შედეგებსა და დარგში არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს.


„ქვეყანაში წარმოებული კარტოფილის მოსავლიანობა და ხარისხი მეტად გაუმჯობესებას საჭიროებს. სამინისტრო აქტიურად არის ჩართული დარგის განვითარების ხელშეწყობაში. გასულ წელს 30 ტონა საადრეო კარტოფილი გავიტანეთ ექსპორტზე, რაც ცხადყოფს, რომ ქვეყანას ამ მიმართულებით დიდი პოტენციალი აქვს. კარტოფილის საერთაშორისო ცენტრის მხარდაჭერა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა ჩვენს ფერმერებს მეტ შესაძლებლობას მისცემს კონკურენტუნარიანი პროდუქცია აწარმოონ და ექსპორტზე გაიტანონ“, - აღნიშნა სოლომონ პავლიაშვილმა.


საქართველოში კარტოფილის კულტურა, დაახლოებით, 25,000 ჰექტარ ფართობზე ითესება. კარტოფილის საშუალო მოსავლიანობა, ერთ ჰექტარზე, 12 ტონაა, რაც, ევროპის ქვეყნების მაჩვენებელთან შედარებით, დაბალია. დარგის ძირითადი პრობლემა ფერმერების მიერ გამოყენებული დაბალი ხარისხის ან დაბალმოსავლიანი სათესლე კარტოფილის გამოყენებაა.


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი კარტოფილის საერთაშორისო ცენტრთან 2016 წლიდან თანამშრომლობს. ცენტრი საქართველოს კარტოფილის ელიტური ჯიშების და ინოვაციური მეთოდების დანერგვაში ეხმარება, რას ქვეყანას სასურსათო უსაფრთხოებას და ფერმერების შემოსავლების სტაბილურ ზრდას უზრუნველყოფს. 5 წლიანი პროექტის ფარგლებში, უკვე დარეგისტრირებულია კარტოფილის 3 ახალი ჯიში - მესხური, მესხური წითელი და ჯავახეთური, რომლებიც გარემო პირობებთან ადაპტირებული, დაავადებებისადმი გამძლე და მაღალმოსავლიანია; 3 ჯიშის დარეგისტრირება ამ ეტაპზე მიმდინარეობს.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, გაამართლა თუ არა ტაქსების რეფორმამ დედაქალაქში?

სხვა გამოკითხვები

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2022    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930