გაიგე განსხვავებული

ოთხშაბათი, მაისი 28, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბათუმში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრმა ეუთო/ოდირის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის სამძიმრის წერილი მიიღო

9-10-2021

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ბათუმში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის, ალბერტ იონსონის სამძიმრის წერილი მიიღო.


„ძვირფასო ბატონო პრემიერ-მინისტრო, ღრმად დამამწუხრა ბათუმში საცხოვრებელი შენობის დანგრევის შესახებ ინფორმაციამ, რომელსაც სულ მცირე 5 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა და რამდენიმე ისევ იძებნება. ODIHR-ის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის სახელით, ღრმა სამძიმარს და გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებთ მსხვერპლთა ოჯახებს და ქართველ ხალხს. დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ", - ნათქვამია ალბერტ იონსონის სამძიმარში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031