გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: ნიკა გვარამია ის ადამიანია, ვინც ფუთავდა 7 ნოემბრის საქმეს და გირგვლიანის მკვლელობას მაშინდელი ხელისუფლებისათვის

31-05-2018


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ნიკა გვარამია ადამიანებს პირდაპირ მოუწოდებს აჯანყებისკენ.

მისივე თქმით, გვარამია ის ადამიანია, ვინც წინა ხელისუფლებისთვის 7 ნოემბრის საქმესა და გირგვლიანის მკვლელობას ფუთავდა.

ამის შესახებ კობახიძემ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა.

„ბატონი გვარამია, პირდაპირ მოუწოდებს ადამიანებს აჯანყებისკენ. ეს არის ნიკა გვარამიას დღევანდელი პოზიცია. "ნაციონალური მოძრაობის" შესაბამისად ერთ-ერთი პოზიცია. მე შეგახსენებთ კონკრეტულად ვინ არის ნიკა გვარამია.  ნიკა გვარამია არის ადამიანი რომელიც კონკრეტულად ფუთავდა 7 ნოემბრის საქმეს და კონკრეტულად ფუთავდა გირგვლიანის მკვლელობას მაშინდელი ხელისუფლებისათვის. ეს არის უბინძურესი ადამიანი. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ- ერთი უბინძურესი ლიდერი, რომელიც არის პირდაპირ პასუხისმგებელი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ჩადენილ დანაშაულებზე. დღეს ეს ადამიანი, ასევე სხვა წარმომადგენლები "ნაციონალური მოძრაობის",  „რუსთავი 2’  პირდაპირ ჩანს როგორ ნაციონალური მოძრაობის პიარ მანქანა, ისინი პოლიტიკურად ერთვებიან ამ პროცესში და პირდაპირ იკვეთება პოლიტიკური ინტერესების ნიშნები,“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930