გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან დავითაშვილი პიტერ ვიბლერს და მარიკა ოლსონს შეხვდა

13-10-2021

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის ხელმძღვანელ პიტერ ვიბლერს და USAID საქართველოს ეკონომიკური ზრდის ოფისის ხელმძღვანელ მარიკა ოლსონს შეხვდა.


შეხვედრაზე მხარეებმა კლიმატის ცვლილების, წყლის და ნარჩენებისა მართვის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო სოფლის მეურნეობის დარგში მიმდინარე და განსახორციელებელი პროგრამების მნიშვნელობის საკითხებსაც.


ლევან დავითაშვილმა მადლობა გადაუხადა USAID-ს მრავალწლიანი მხარდაჭერისთვის, ეფექტიანი თანამშრომლობისთვის და ქვეყნებს შორის პარტნიორული ურთიერთობების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.


პიტერ ვიბლერმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ USAID განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას სოფლის მეურნეობისა და გარემოსდაცვითი მიმართულებებით. USAID-ისთვის განსაკუთრებით პრიორიტეტულია კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებული საკითხები. მისიის ხელმძღვანელმა მზადყოფნა გამოთქვა, საქართველოს დაეხმაროს ისეთი აქტივობების განხორციელებაში, რომელიც კლიმატის ცვლილების შერბილებას, ენერგოუსაფრთხოების გაძლიერებას და სათბური აირების გაფრქვევის შემცირებას შეუწყობს ხელს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728