გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
არჩილ თალაკვაძე:  სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებით, მართლმსაჯულება ამ საქმეზე ბოლომდე ვერ განხორციელდა

31-05-2018


საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მას შემდეგ, რაც მმართველმა გუნდმა „ნაციონალური მოძრაობა“ ხორავას საქმით სპეკულაციაში დაადანაშაულა, ოპოზიციურმა პარტიამ საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარი აღარ დაუჭირა.

მისივე თქმით, ძალიან მოკლე დროში კომისია არაერთ შეკითხვას გასცემს პასუხს.

 

„ნაციონალური მოძრაობა“, რა თქმა უნდა, სპეკულირებს ამ საქმით იმ განცხადებების მერე, რომელიც ჩვენ გავაკეთეთ და ვამხილეთ, ისინი ამ სპეკულაციაში, მათ გამოიჩინეს გონიერება და აღარ მიიღეს მონაწილეობა და აღარ დაუჭირეს მხარი ამ კომისიის შექმნას.

როგორც ჩვენ დავინახეთ, დღეს სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებით, მართლმსაჯულება ამ საქმეზე ბოლომდე ვერ განხორციელდა. ჩვენ მივიღეთ პრინციპული გადაწყვეტილება,რომ პარლამენტი ჩაერთოს ამ საკითხში, შეიქმნას საგამოძიებო კომსია და ბოლომდე მივიყვანოთ ეს საქმე, გაეცეს კითხვებს პასუხის.

მივიღებთ პრინციპულ გადაწყვეტილებას, რომ ამ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე გარდაცვლილი არასრულწლოვნების ოჯახებმა მიიღონ დამაკმაყოფილებელი პასუხები და ჰქონდეთ სრული განცდა, რომ სახელმწიფო უზრუნველყოფს სამართლიანობას, ჰქონდეთ განცდა, რომ მათ მიერ არჩეული პარლამენტის წევრები დგანან მათ გვერდით. 

ოჯახების და ჩვენი თითოეულის ინტერესი არის ის, რომ გამოძიება და სასამართლო ობიექტური შედეგით დასრულდეს, ამ მომენტიდან ძალიან მოკლე დროში კომისია გასცემს არაერთ შეკითხვას პასუხს და მივიღებთ პრინციპულ გადაწყვეტილებას“-აცხადებს თალაკვაძე.

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930