გაიგე განსხვავებული

ხუთშაბათი, მაისი 22, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ახალციხეში ვეტერანთა დღე აღინიშნა

17-10-2021

დღეს, 17 ოქტომბერს, ვეტერანთა დღესთან დაკავშირებით, ახალციხელი ვეტერანები, ადგილობრივი თითმმართველობის წარმომადგენლები და მოქალაქეები ქალაქის ცენტრალურ პარკში, გმირთა მემორიალთან შეიკრიბნენ, გაიხსენეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული მებრძოლები და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს მათ ხსოვნას.


მემორიალი ყვავილებით და გვირგვინებით შეამკეს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გელა ნოზაძემ, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს უფროსმა ზურაბ ფარცახაშვილმა და ქალაქის მაცხოვრებლებმა.


ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ვეტერანებს დღევანდელი დღე მიულოცეს და ჯანმრთელობა და მხნეობა უსურვეს მათ. აღსანიშნავია, რომ ვეტერანთა დღესთან დაკავშირებით, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური პროგრამის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მასშტაბით მცხოვრებ 12 ვეტეტრანს, რომლებსაც მინიჭებული აქვთ მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შშმ პირის სტატუსი, მერიისგან ფულადი დახმარება ჩაერიცხება.
„ვეტერანთა დღე“ საქართველოში 2014 წლის 17 ოქტომბრიდან აღინიშნება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031