გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ ჩხენკელმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ინდუსტრიის მრჩეველთა საბჭოს რიგით მეორე სხდომა გახსნა

19-10-2021

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინდუსტრიის მრჩეველთა საბჭოსრიგით მეორე ონლაინ სხდომაგახსნა, რომლის მიზანს უნივერსიტეტში დაგეგმილი სიახლეების განხილვა წარმოადგენდა.


საბჭოს სხდომას, რომლის შემადგენლობაში მსოფლიოს წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები და ბიზნეს ასოციაციების წევრები არიან, უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტი პროფესორი ვოლფგანგ ჰერმანი, რექტორი ალექსანდრე თევზაძე, კანცლერი მაგდა მაღრაძე, TUM International-ის გუნდის წევრები ფრედერიკ ჰეტინგერი, ევა ქნირშიდაკატრინ რიხტერი, ფონდ „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარე ნიკო ჩხეტიანი და პროექტების დირექტორი ვახტანგ ცაგარელი ესწრებოდნენ.


მიხეილ ჩხენკელმა ინდუსტრიის მრჩეველთა საბჭოს წევრებს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიღწეული შედეგებიგააცნო და აღნიშნა, რომ 2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე,საშუალო საკონკურსო ქულის მიხედვით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისახელმწიფო უნივერსიტეტებს შორის პირველ ადგილს იკავებს. 2021 წელს სტუდენტთა რაოდენობა 76%-ით გაიზარდა და უნივერსიტეტში ამჟამად 689 სტუდენტი სწავლობს.


მიხეილ ჩხენკელმა საბჭოს წევრებს მიაწოდა ინფორმაცია ნიუ-იორკის უნივერსიტეტის (NYU) პრეზიდენტთან ენდრიუ ჰამილტონთან გამართული შეხვედრისშესახებ, სადაც მხარეებმა ერთობლივი სამეცნიერო პროექტების განსახორციელებლად და აკადემიური პროგრამების დასანერგად თანამშრომლობისსამომავლო პერსპექტივები განიხილეს.მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო პარტნიორობის გაფართოების მიზნით ვიზიტები უკვე დაგეგმილია ამერიკის შეერთებულ შტატებსა და გერმანიაში, სადაც შეხვედრები გაიმართება როგორც აკადემიური წრეების, ასევე ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან. ასევე, გაგრძელდება მუშაობა კონკრეტულ სფეროში ლიდერ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ახალი აკადემიური პროგრამების შესაქმნელად.


სიტყვით გამოსვლისას მიხეილ ჩხენკელმა ხაზი გაუსვა, რომ მრჩეველთა საბჭოსთან ერთად, რომლის შემადგენლობაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ცნობილი და წამყვანი მეცნიერები არიან, ინდუსტრიის მრჩეველთა საბჭო მნიშვნელოვან მისიას შეასრულებს და უზრუნველყოფს უნივერსიტეტის განვითარებას მსოფლიო სტანდარტების შესაბამისად.


საბჭოს წევრებს სიტყვით საპატიო პრეზიდენტმა პროფესორმა ვოლფგანგ ჰერმანმა, რექტორმა ალექსანდრე თევზაძემ, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარემ ნიკო ჩხეტიანმა მიმართეს დაქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის განვითარების გეგმები გააცნეს.


მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან (TUM) დაTUM International-თან პარტნიორობით ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში შემუშავდა პროგრამები, რომლებიც ხელს შეუწყობს სტუდენტთა გამოცდილების ზრდას სტუდენტური პროექტების განხორციელებისა და სწავლის პერიოდში სტაჟირების გზით. ვინაიდან საბჭოს მიზანია, ხელი შეუწყოს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსინდუსტრიასთან წარმატებულ პარტნიორობაში და სტუდენტების მომზადებაში შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად, სხდომაზე სწორედ კერძო სექტორთან პარტნიორობის დაწყების საკითხები განიხილეს,რაცსტუდენტების დასაქმების მაჩვენებელს გაზრდის. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტრატეგიაა, თავის გარშემო გააერთიანოს კერძო სექტორი, გააძლიეროს კავშირი ინდუსტრიასა და მეცნიერებას შორის და ამ გზით შექმნას ძლიერი მეწარმეობა.


ინდუსტრიის მრჩეველთა საბჭოს წევრები არიან ისეთი მსხვილი ორგანიზაციების წარმომადგენლები, როგორიცაა: სიმენსი (Siemens), ჰილტი ჯგუფი (HiltiGroup), დელოიტი (Deloitte DCE), პეპ-დიზაინი PEPDesign, ევროპის აერონავტიკის კომპანია – EuropeanAeronauticDefenceandSpaceCompany (EADS Germany), გერმანიის ბიზნეს ასოციაცია (DWV), ბიზნეს ლიდერთა ფედერაცია „ქალები მომავლისათვის“, საქართველოს ბიზნეს ასოციაცია, ამერიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატა საქართველოში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930