გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
,,ბათუმი ავარიული სახლების გარეშე" სამთავრობო პროგრამის განხორციელება დაიწყო

22-10-2021

აჭარის მთავრობამ და ბათუმის მერიამ სამთავრობო პროგრამა ,,ბათუმი ავარიული სახლების გარეშე" განხორციელება დაიწყო. პროგრამის ფარგლებში, ბათუმში არსებული ყველა ავარიული შენობა თანამედროვე ტიპის საცხოვრებელი კომპლექსით ჩანაცვლდება.


პროგრამის ბიუჯეტი შეადგენს 80 მლნ ლარს და ავარიული სახლების ჩანაცვლება ეტაპობრივად განხორციელდება.


,,4 წლის განმავლობაში ამ მიმართულებით დაიხარჯება 80 მლნ ლარზე მეტი. უკვე დღეიდან დაიწყება 630-ზე მეტი ოჯახის დაკმაყოფილება მერიის და აჭარის მთავრობის საკუთრებაში არსებული საბინაო ფონდით. ჩვენ შევთავაზებთ ავარიულ სახლებში მცხოვრებ ოჯახებს მერიის და მთავრობის საბინაო ფონდიდან კონკრეტულ გარემონტებულ ბინებს და ამის პარალელურად, დაიწყება ახალი საცხოვრებელი ბინების მშენებლობა და სრულად დასრულებული ჩაბარდება საჭიროების მქონე თითოეულ ოჯახს.


ჩვენი მიზანია, რომ 2025 წლისთვის საბოლოოდ გადავწყვიტოთ 3000-ზე მეტი ოჯახის პრობლემა ბათუმში, რომლებსაც სამწუხაროდ დღემდე უწევდათ ცხოვრება ავარიულ პირობებში" - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.


პროგრამის განსახორციელებლად მხოლოდ 2022 წლის ბიუჯეტში 20 მლნ ლარი იქნება გათვალისწინებული. მომდევნო 4 წლის გამავლობაში ბათუმში აღარ იქნება ავარიული საცხოვრებელი სახლები. პროგრამის ფარგლები ეტაპობრივად საჭიროების მქონე ყველა პირი უზრუნველყოფილი იქნება ახალი უსაფრთხო საცხოვრისით.


წელსვე, 630 ოჯახზე მეტს, რომლებიც ცხოვრობენ საფრთხის შემცველ გარემოში, მოუგვარდება ბინების პრობლემა. ოჯახების ერთ ნაწილს აჭარის მთავრობისა და ბათუმის მერიის საბინაო ფონდიდან გადაეცემათ ბინები, ხოლო მეორე ნაწილს აუშენდება ახალი ბინები. საცხოვრებელი კომპლექსების ასაშენებლად წელსვე გათვალისწინებული იქნება 20 მლნ ლარი.


ბათუმის მერიის მხრიდან უკვე დაწყებულია პრობლემის მოგვარება ე.წ შანხაის დასახლებაში, სადაც ავარიულ სახლებში მცხოვრები 150 ოჯახისთვის შენდება ახალი საცხოვრებელი.


მოსახლეობას ბინები გადაეცემა სრულად გარემონტებულ მდგომარეობაში, ბინების საკუთრებაში გადაცემამდე მოხდება ოჯახების ქირით უზრუნველყოფა.

საბიუჯეტო პროგრამის პარალელურად განხორციელდება ავარიული და საცხოვრებლად გამოუსადეგარი საცხოვრებელი სახლების გამოთავისუფლებული მიწის ნაკვეთების ბიზნესისთვის შეთავაზება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930