გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თეა წულუკიანი სამუშაო ვიზიტით ქუთაისში იმყოფებოდა

23-10-2021

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი სამუშაო ვიზიტით ქუთაისს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებში მინისტრთან ერთად მონაწილეობდნენ მინისტრის პირველი მოადგილე კახა სიხარულიძე, სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის მხარეში ზვიად შალამბერიძე, საქართველოს პარლამენტის ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე, ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი, არქიტექტორ-რესტავრატორი ტარიელ კიპაროიძე და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარმომადგენლები.


თეა წულუკიანმა ნიკო ბერძენიშვილის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო მუზეუმი და ქუთაისის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი მოინახულა. მინისტრი ადგილზე გაეცნო არსებულ მდგომარეობას და მუზეუმების ხელმძღვანელობასთან ერთად მათ წინაშე მდგარი გამოწვევებისა და გადაჭრის გზების შესახებ იმსჯელა. თეა წულუკიანმა მადლობა გადაუხადა ორივე მუზეუმის ხელმძღვანელებსა და თანამშრომლებს იმისთვის, რომ ისინი წლების მანძილზე პრაქტიკულად ენთუზიაზმის საფუძველზე უფრთხილდებიან და უვლიან მათ მუზეუმებში დაცულ ექსპონატებს და სრული მხარდაჭერა აღუთქვა მათ წინაშე მდგარი პრობლემების გადაწყვეტაში. ძირითადად ეს არის ინფრასტრუქტურული გამოწვევები. ასევე ქუთაისის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის ხელმძღვანელობას აქვს სურვილი, რომ გააფართოვოს საგანმანათლებლო საქმიანობა, რაზეც მათი თქმით, ქუთაისში დიდი მოთხოვნაა.


მინისტრმა აღნიშნა, რომ კულტურული აქტივობები, საზოგადოებისთვის კულტურაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და სამუზეუმო პროცესების აქტიურად წარმართვა უმნიშვნელოვანესია და სამინისტროს მხრიდან ამ პროცესებს სრული მხარდაჭერა ექნება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930