გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: ქუთაისელები, ეს ბრძენი ხალხი არ მისცემს ხმას მოძალადე მკვლელებს და მჩაგვრელებს

23-10-2021

რომ არ ყოფილიყო მოღალატე გახარიას ფაქტორი, რა თქმა უნდა, სრული თავდაჯერებულობით მინდა ვთქვა, რომ პირველივე ტურში გაიმარჯვებდა ჩვენი კანდიდატი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ქუთაისში განუცხადა.


მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ მეორე ტურები არის გახარიას და არა სააკაშვილის გამო.


„ქუთაისის საკრებულოში ჩვენ გვაქვს უმრავლესობა, ეს ერთი და მეორე - მეორე ტურები სადაც მივიღეთ, მივიღეთ გახარიას გამო და არა სააკაშვილის გამო. ეს არის ფაქტი და აქედან გამომდინარე, მეორე ტურში ვინ არის ჩვენი ოპონენტი - მჩაგვრელი, მოძალადე სააკაშვილის კანდიდატები და მათ ყველას, რა თქმა უნდა, დავამარცხებთ ყველა მუნიციპალიტეტში, მათ შორის, ქუთაისში. იცოდნენ, რომ ქუთაისელები, ეს ბრძენი ხალხი არ მისცემს ხმას მოძალადე მკვლელებს და მჩაგვრელებს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930