25-10-2021
ციხის საავადმყოფოში, როგორც მინისტრმა ბრეგაძემ ამიხსნა, აბსოლუტურად ყველა პირობა შექმნეს, რაც, რა თქმა უნდა, საჭიროების შემთხვევაში, გამოყენებული იქნება პატიმარი სააკაშვილისთვის და ასევე სხვა პატიმრებისთვისაც, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ხაშურში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
მთავრობის მეთაური დარწმუნებულია, რომ მმართველი გუნდი არჩევნებში გაიმარჯვებს და ქვეყანა გააგრძელებს მშვიდობიან განვითარებას.
„მე უკვე ბევრჯერ გავაკეთე ამის თაობაზე კომენტარი, განმარტა იუსტიციის მინისტრმაც, ჯანდაცვის მინისტრმაც გააკეთა ამის თაობაზე კომენტარი, ციხის საავადმყოფოში, როგორც მინისტრმა ბრეგაძემ ამიხსნა, აბსოლუტურად ყველა პირობა შექმნეს, რაც, რა თქმა უნდა, საჭიროების შემთხვევაში, გამოყენებული იქნება პატიმარი სააკაშვილისთვის და ასევე სხვა პატიმრებისთვისაც. ასე, რომ ყველაფერი ძალიან კარგად იქნება, ჩვენი პარტია გაიმარჯვებს და ქვეყანა გააგრძელებს მშვიდობიან განვითარებას", - აღნიშნა პრემიერმა.