გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლანჩხუთში ცნობიერების ამაღლების კამპანია - „საქართველოს სამსახურში ვიცრებით ერთმანეთისთვის" მარათონი დაიწყო

26-10-2021

ლანჩხუთში ვაქცინაციის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია - „საქართველოს სამსახურში ვიცრებით ერთმანეთისთვის" მარათონი დაიწყო, რომლის ფარგლებშიც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ეკატერინე გუჯაბიძემ დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგნელებთან ერთად სუფსის ადმინისტრაციულ ერთეულში ვაქცინაციის აუცილებლობის შესახებ მოსახლეობას მიაწოდა ინფორმაცია და საინფორმაციო ბუკლეტები გადასცა. მარათონში მონაწილეობას იღებდნენ სოფლის ექიმები და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლები.


ოჯახის ექიმებისა და ამცრელი ბრიგადების მეშვეობით ოჯახებში ჩატარდა ვაქცინაცია და ტესტირება.


პროექტი დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინიციატივით ხორციელდება.


პროექტის მხარდამჭერები არიან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, ევროკავშირის წარმომადგნელობა საქართველოში, გაეროს წარმომადგნელობა საქართველოში და გაეროს განვითარების სააგენტო (UNDP).

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930