გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გაეროს განვითრების პროგრამამ (UNDP) ონის მუნიციპალიტეტს კომპიუტერული ტექნიკა გადასცა

27-10-2021

გაეროს განვითრების პროგრამამ (UNDP) საქართველოში ონის მუნიციპალიტეტს 7 პერსონალური კომპიუტერი, 5 პორტატული სკანერი და 2 მულტიფუნქციური პრინტერი გადასცა. კომპიუტერული ტექნიკის შეძენა და მუნიციპალიტეტისთვის გადაცემა UNDP-ის პროექტის - „რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში განხორციელდა, პროექტი შვეიცარიის განვითრებისა და თანამშრომლობის სააგენტოს, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა და საქართველოს რეგიონული განვითრების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.


კომპიუტერული ტექნიკა მოხმარდება ონის მუნიციპალიტეტის მიერ მოსახლეობისთვის ელექტრონულად სერვისების შეთავაზების პროცესის გაუმჯობესებას.


ჩამოთვლილი პროდუქციიდან 5 სკანერიდა 5 პერსონალური კომპიუტერი მერის წარმომადგენლებს დაურიგდებათ. შესაბამისი ტექნიკით აღჭურვის შემდეგ, ისინი შეძლებენ დაეხმარონ მოსახლეობას დისტანციურად მიმართონ მუნიციპალიტეტს და ელექტრონულად მიიღონ სასურველი მომსახურება.

აღნიშნული ტექნიკა, პროექტის მენეჯერმა თინათინ ტყეშელაშვილმა ონის მუნიციპალიტეტის მერს  დავით ჩიკვაიძეს გადასცა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930