გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: სააკაშვილის განცხადებიდან 1 საათში მან ისევ ისე გააგრძელა მკურნალობაც, ვიტამინების და დანამატების მიღება, როგორც წინა დღეებში

30-10-2021

კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ პატიმარ სააკაშვილს ყველანაირი მომსახურება ეწევა. მას აქვს სრული კომფორტი შექმნილი ციხეში და პენიტენციური სამსახური ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მას 24 საათიანი მომსახურება გაეწიოს, მედიკამენტების, ვიტამინების, სხვადასხვა საშუალებების მიწოდების მიზნით, - ამის შესახებ საქართველო პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს საარჩევნო უბანზე, ხმის მიცემის შემდეგ განუცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, სააკაშვილის განცხადებიდან 1 საათში მან ისევ ისე გააგრძელა მკურნალობაც, ვიტამინების და დანამატების მიღება, როგორც წინა დღეებში.


„კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ პატიმარ სააკაშვილს ყველანაირი მომსახურება ეწევა. მას აქვს სრული კომფორტი შექმნილი ციხეში და პენიტენციური სამსახური ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მას 24 საათიანი მომსახურება გაეწიოს, მედიკამენტების, ვიტამინების, სხვადასხვა საშუალებების მიწოდების მიზნით. ჩვენთვის ბევრი რამ არის ცნობილი, უბრალოდ, არ ვლაპარაკობთ საჯაროდ. ჩვენ არაერთი დეზინფორმაცია მოვისმინეთ, გუშინ მათი დადგმული შოუც სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა, რომ გარკვეულწილად მოეხდინათ საკუთარი ამომრჩევლის მობილიზება, მაგრამ ჩვენ მოვისმინეთ მინისტრ ბრეგაძის განმარტება, რომ, სააკაშვილის განცხადებიდან 1 საათში მან ისევ ისე გააგრძელა მკურნალობაც, ვიტამინების და დანამატების მიღება, როგორც წინა დღეებში.


მინდა სააკაშვილის მხარდამჭერებს მივმართო, რომ ეს არის ტყუილი მათ ემოციებზე და გრძნობებზე მანიპულირებს და იყენებს მათ გრძნობებს", - განაცადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930