1-11-2021
ონის მუნიციპალიტეტის მერმა სერგო ხიდეშლმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დანიის დელეგაციას უმასპინძლა.
დელეგაციაში შედიან არქიტექტურისა და დიზაინის სამეფო აკადემიის წარმომადგენლები: პეტერ მიოლერ რასმუსენი და იოზეფინა ბოლსი, კომპანია Dinesen-ის წარმომადგენელი, იენს დინესენი და დანიაში საქართველოს საპატიო კონსული, მარიანა ბოლსი.
შეხვედრას ესწრებოდა ონის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი, დავით ჩიკვაიძე, რომელიც ცოტა ხნის წინ საკრებულოს თავმჯდომარესთან, შუქურა ჯაფარიძესთან ერთად, დანიის სამეფო აკადემიას მერის რანგში სტუმრობდა. ადგილზე გაეცნო აკადემიას, სასწავლო საშუალებებსა და მასალებს, ადგილობრივ პედაგოგებს და სტუდენტების მიერ შექმნილ ნამუშევრებს. დანიის სამეფო აკადემია მომავალ წელს სწორედ აქ უმასპინძლებს წარჩინებულ ონელ ბავშვებს.
შეხვედრაზე განიხილეს მუნიციპალიტეტში ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობები, ინვესტირებისათვის აუცილებელი გარემო და გზები.
დანიის დელეგაცია ონის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად გაემგზავრა ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული შენობების სანახავად, რომლებიც მომავალში აკადემიის ფუნქციონირებისათვის იქნება გამოყენებული.
სერგო ხიდეშელმა მადლობა გადაუხადა სტუმრებს საინტერესო და საქმიანი ვიზიტისთვის და აღნიშნა, რომ ონის მუნიციპალიტეტის მერია მაქსიმალურად ხელს შეუწყობს ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ქალაქში.