1-11-2021
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნიდერლანდების სამეფოს პრემიერ-მინისტრ მარკ რუტესთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში" ეხმაურება.
მთავრობის მეთაური წერს, რომ ნიდერლანდების სამეფოს პრემიერ-მინისტრთან საქართველოსა და ნიდერლანდების ურთიერთობების საკითხები და საქართველოს სუვერენიტეტის და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ ნიდერლანდების მხარდაჭერის მნიშვნელობა განიხილა.
„ნაყოფიერი საუბარი მქონდა ჩემს კოლეგა მარკ რუტესთან. განვიხილეთ საქართველო-ნიდერლანდების ურთიერთობების საკითხები, ჩვენი სუვერენიტეტის და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ ნიდერლანდების მხარდაჭერის მნიშვნელობა. გამოვთქვით გლობალური და რეგიონული მასშტაბის საკითხების გადაჭრის მიზნით ჩვენი პარტნიორობის სფეროთა დივერსიფიკაციის იმედი ",- წერს პრემიერ-მინისტრი.