გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში სტუდენტები მიმდინარე კვლევებს გაეცნენ

5-11-2021

ლაბორატორიაში სტუმრობის ფარგლებში, სტუდენტები სურსათის კვლევის, მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკისა და ცხოველთა განსაკუთრებით საშიში დაავადებების დიაგნოსტიკის დეპარტამენტებში სამუშაო პროცესს გაეცნენ. სტუდენტებმა მიმდინარე კვლევების შესახებ მათთვის საინტერესო ინფორმაცია მიიღეს და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლაბორატორიები დაათვალიერეს. 


აღსანიშნავია, რომ USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის მხარდაჭერით გამართულ მეორე  სტუდენტურ კონფერენციაში  „საქართველოში ინვაზიური მავნებლების მონიტორინგი და მართვის თანამედროვე მიდგომები“ მონაწილეობას 5 ქართული უნივერსიტეტის - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტიდა  ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი- სტუდენტთა ჯგუფი და აკადემიური პერსონალი იღებს. ღონისძიების მხარდამჭერი სურსათის ერონვული სააგენტოა.


სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია აქტიურად თანამშრომლობს სასწავლო დაწესებულებებთან და სტუდენტებს საშუალებას აძლევს, თეორიული ცოდნის პარალელურად, საფუძვლიანი პრაქტიკული სასწავლო კურსი გაიარონ, რითაც პროფესიული განათლების გაძლიერებას უწყობს ხელს.

ლაბორატორიაში, პერსონალისა და ვიზიტორების უსაფრთხოებისათვის, ბიოუსაფრთხოების ნორმების დაცვის მკაცრი მონიტორინგი მიმდინარეობს; სრულად ხდება პანდემიის პირობებში დადგენილი რეგულაციების დაცვა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930