გაიგე განსხვავებული

ხუთშაბათი, მაისი 22, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დედაქალაქის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

5-06-2018

დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.


კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა სოფელ ფონიჭალის, ფონიჭალის დასახლების, გარდაბნის გზატკეცილის (ნაწილობრივ), წმინდა ბარბარეს უბნის, მარნეულის, ქინძმარაულის, გარდაბნის, აღნიაშვილის, გიგინეიშვილის, თეკლა ბატონიშვილის, კიკნაძის, პერინის, ალიხანაშვილის, ბოგდან ხმელნიცკის (ნაწილობრივ), პაატა სააკაძის, ასპინძის, არსენალის მიქელაძის (ნაწილობრივ), ბელიაშვილის და ეკატერინე ჭავჭავაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.


11 საათიდან 16 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას გლდანის მასივის VII მიკრორაიონის, სოფელი გლდანის, ლიბანის, III ხეივნის, დიდი ხეივნის, დიდი ხეივნის I, II ქუჩების, ვლადიმერ წითლანაძის, რევაზ სირაძის, გულუას, ყავლაშვილის, ერეკლე მეორეს, კოტე აფხაზის, ივერიის და ანტონ კათალიკოსის ქუჩების მაცხოვრებლები.

ასევე გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა 9 მარტის და საქანელას ქუჩების მაცხოვრებლებს, 11 საათიდან 17 საათამდე თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, ნათაძის, ბეჟანიშვილის, ცოტნე დადიანის და ჭყონდიდელის ქუჩების მაცხოვრებლებს, ხოლო 12 საათიდან 18 საათამდე ილია ჭავჭავაძის გამზირის და ნინო რამიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს შეეხება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031