გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ეკატერინე დგებუაძემ საერთაშორისო ოლიმპიადის პრიზიორ ქართველ მოსწავლეებს გამარჯვება პირადად მიულოცა

8-11-2021

2021 წელს საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადებზე ინფორმატიკის, მათემატიკის, ბიოლოგიის, ფიზიკისა და ქიმიის მიმართულებით საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრებმა 1 ვერცხლის, 11 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს და ოლიმპიადების საპატიო სიგელებით დაჯილდოვდნენ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსგან კი წარმატებული ასპარეზობისთვის ფულადი პრემია მიიღეს. 2021 წელს საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადებზე ინფორმატიკის, მათემატიკის, ბიოლოგიის, ფიზიკისა და ქიმიის მიმართულებით საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრებმა 1 ვერცხლის, 11 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს და ოლიმპიადების საპატიო სიგელებით დაჯილდოვდნენ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსგან კი წარმატებული ასპარეზობისთვის ფულადი პრემია მიიღეს. 


მინისტრის პირველმა მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული ფონდის გენერალურ დირექტორ ჯაბა სამუშიასთან ერთად, საქართველოს ნაკრები გუნდების წევრებთან შეხვედრა დისტანციურ ფორმატში გამართა და მათ წარმატება პირადად მიულოცა.


ეკატერინე დგებუაძე: „ძალიან მოხარული ვარ და მეამაყება საერთაშორისოდ აღიარებულ ოლიმპიადებში ქართველი მოსწავლეების მონაწილეობა და გამარჯვება. თქვენ ნამდვილად განსაკუთრებული შესაძლებლობები და გამორჩეული შემართება გაქვთ. დარწმუნებული ვარ, შეინარჩუნებთ ამ ტემპს, გააგრძელებთ საყვარელ საგანში უნარების გაუმჯობესებას და მომავალში კიდევ უფრო მეტ წარმატებას მიაღწევთ“.


მინისტრის პირველმა მოადგილემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს ნაკრები გუნდების ხელმძღვანელების მიერ გაწეული შრომის მნიშვნელობაზე და მადლობა გადაუხადა მათ მოსწავლეების წარმატებაში შეტანილი წვლილისთვის. 


როგორც ეკატერინე დგებუაძემ აღნიშნა,სკოლებში ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფის ხელშეწყობის მიზნით, მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია საშუალო საფეხურზე ახალი სტანდარტებისა და მეთოდოლოგიის შემუშავება, რომლის პილოტირება 2022 წლიდან დაიწყება. აღნიშნული მიდგომა შესაძლებლობას მისცემს მოსწავლეებს, საფუძვლიანად შეისწავლონ კონკრეტული საგნები, რომლებიცმოზარდების ინტერესებს შეესაბამება და მათ მომავალი პროფესიის არჩევაში დაეხმარება. 


შეგახსენებთ, რომ მსოფლიოში შექმნილი პანდემიური ვითარების გამო, მიმდინარე წელს  ოლიმპიადის თეორიული და პრაქტიკული ტურები დისტანციურად გაიმართა.  საქართველოს ნაკრები გუნდების მიღწეული შედეგები ოლიმპიადების მიმართულებების მიხედვით შემდეგნაირად განაწილდა:


ინფორმატიკის 33-ე საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადა (სინგაპური):გიორგი ნადარეიშვილი, ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლის მოსწავლე – ბრინჯაოს მედალი.


ბიოლოგიის 32-ე საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადა (პორტუგალია):გიორგი პაპულაშვილი, ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლის მოსწავლე – საპატიო სიგელი.


მათემატიკის 62-ე საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადა (სანქტ-პეტერბურგი):• მიხეილ კვინიკაძე, ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლის მოსწავლე ¬– ვერცხლის მედალი;• ანა ონოფრიშვილი და ზაურ ბოკელავაძე, ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლის მოსწავლეები – ბრინჯაოს მედლები;• დემეტრე გელაშვილი, აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა - მათემატიკის ქალაქ თბილისის №42 საჯარო სკოლის მოსწავლე – ბრინჯაოს მედალი;• თორნიკე ბერაია, ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლის მოსწავლე – საპატიო სიგელი.


ფიზიკის 51-ე საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადა (ლიეტუვა):• ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლის მოსწავლეები: ირაკლი უგულავა, ანდრია მანჯავიძე, ნიკოლაი მალცევი, დაჩი ჭოტაშვილი – ბრინჯაოს მედლები;• ნიკოლოზ ნიკურაძე, ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლის მოსწავლე  – საპატიო სიგელი.


ქიმიის 53-ე საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადა (იაპონია):• ქეთი პერანიძე, აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა -მათემატიკის ქალაქ თბილისის №42 საჯარო სკოლის მოსწავლე – ბრინჯაოს მედალი;• ნინი აბესაძე, თბილისის პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლის მოსწავლე – ბრინჯაოს მედალი;• იოანე კაპანაძე, გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიის მოსწავლე – ბრინჯაოს მედალი.აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადები გამოირჩევიან მასშტაბურობითა და ხანგრძლივი გამოცდილებით და მათ ერთ-ერთ მთავარ მიზანს, მოსწავლეების ცოდნისა და უნარ-ჩვევების ამაღლებასთან ერთად, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება წარმოადგენს.ოლიმპიადებისთვის საქართველოს ნაკრები გუნდების შერჩევა და შემდგომში მათი ასპარეზობის ორგანიზება, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული  სამეცნიერო  ფონდის ადმინისტრირებით ხორციელდება. 


საქართველოს ეროვნული ნაკრებები წელს ეროვნული ოლიმპიადების მესამე ტურში გადასული მოსწავლეებით დაკომპლექტდა. სამინისტროს გადაწყვეტილებით, გაიმართა  დამატებითი ორი შესარჩევი ტური, ნაკრებისა და რეზერვის შემადგენლობა კი ორივე ტურში დაგროვილი ქულების ჯამის მიხედვით განისაზღვრა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930