გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი ღიბრაძე: ე.წ. მწვანე საშვი გაიცემა ყველა იმ დაწესებულებაში, რომელიც აკეთებს ტესტირებას და აცრას, ასევე იუსტიციის სახლში, გარდა ამისა, ხელმისაწვდომი იქნება სპეციალური აპლიკაცია

8-11-2021

ე.წ. მწვანე საშვი გაიცემა ყველა იმ დაწესებულებაში, რომელიც აკეთებს ტესტირებას და აცრას, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.


მისი თქმით, საშვი გაიცემა ასევე იუსტიციის სახლში და სპეციალური აპლიკაციის მეშვეობით, რომელიც უახლოეს მომავალში ჩაეშვება.


„იქ ამობეჭდილი ცნობები, რომელზეც დატანილია QR კოდი, ვალიდურია. ასევე ეს არის იუსტიციის სახლი. ასევე სპეციალური აპლიკაცია იქნება, რომელიც უახლოეს მომავალში ჩაეშვება, ის ტესტირების რეჟიმშია და რამდენიმე დღეში იქნება ხელმისაწვდომი. ასევე უკვე გაცხადებული ვებგვერდი - covidpass.moh.gov.ge, რომლის მეშვეობითაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გადაამოწმოს თავისი სტატუსი და ისარგებლოს იმ შეღავათებით, რომელიც არის განსაზღვრული მწვანე პასპორტის მფლობელებისთვის", - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930