4-06-2018
სირიის რეჟიმის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარებას პორტუგალიის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებით ეხმაურება:
„პორტუგალიის მთავრობა ხაზს უსვამს საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. პორტუგალია მტკიცედ გმობს, სირიის რეჟიმის მიერ ახლახან მიღებულ გადაწყვეტილებას, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ რეგიონებთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ, რასაც მიიჩნევს საერთაშორისო სამართალის და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის სრულ დარღვევად, რომელიც განსაზღვრულია გაერო-ს ქარტიით და გერო-ს უშიშროების საბჭოს შესაბამისი რეზოლუციებით“-ნათქვამია განცხადებაში.