8-11-2021
მე პირადად მხარს ვუჭერ საბოტაჟს, დაუმორჩილებლობას და სახელმწიფო სტრუქტურების პარალიზებას - ამის შესახებ ზურაბ-გირჩი ჯაფარიძემ თავისუფლების მოედანზე ოპოზიციის საპროტესტო აქციის დაწყებამდე "მთავარი არხის" ჟურნალისტს განუცხადა.
"ბევრჯერ მითქვამს და არც დამიმალავს, მე მხარს ვუჭერ საბოტაჟს, დაუმორჩილებლობას და სახელმწიფო სტრუქტურების მოქმედების პარალიზებას.
დისკომფორტი ჩვენ კი არ უნდა გვქონდეს, იმათ უნდა ქონდეთ დისკომფორტი, ისინი უნდა შეწუხდნენ და არ უნდა მიეცეთ საშუალება, გააგრძელონ ქვეყნის მართვა ისე, თითქოს არაფერი არ ხდება. აქამდე აუცილებლად მივალთ და ისინი ძალაუფლებას დათმობენ" - განაცხადა ჯაფარიძემ.