გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გომარდულში ზამთრის ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნა

31-12-2017

კურორტ გომარდულში დღეს ზამთრის ტურისტულის სეზონი ოფიციალურად გაიხსნა. 5 წლიანი პაუზის შემდეგ კურორტი მზადაა ვიზიტორებს ისევ უმასპინძლოს. ოფიციალური ღონისძიება აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ გახსნა. მისი თქმით, კურორტ გომარდულის გახსნა არისსახელმწიფოსა და ბიზნეს სექტორს შორის სწორი და პრაგმატული კომუნიკაციის შედეგი. როგორც ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, კურორტი გომარდული განვითარების ახალ ეტაპზე გადადის და იგი სულ მალე ოთხივე სეზონის პოპულარული ტურისტული დანიშნულება გახდება.

„მინდა პირველ რიგში დამდეგი ახალი წელი მივულოცო აჭარის მთის კურორტიდან სრულიად საქართველოს. განსაკუთრებით ბედნიერი ვარ, რადგან აჭარა უფრო და უფრო იმკვიდრებს თავს როგორც ოთხივე სეზონის დანიშნულება, როგორც ზამთრის კურორტებით გამორჩეული ადგილი.დღეს უკვე კურორტ „გომარდულიდან“ ვულოცავ ჩემს ხალხს კიდევ ერთ წარმატებას და ვუსურვებ პოზიტიური სიახლეებით სავსე 2018 წელს“ - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

კურორტ გომარდულში ამ ეტაპზე 5 კოტეჯი და ერთი კვების ობიექტი ფუნქციონირებს, სადაც ერჯერადად 60 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი. აქვეა 80 ადამიანზე გათვლილი 10 საოჯახო-სასტუმრო სახლიც. სეზონისთვის, კურორტზე არსებულ კოტეჯებში სრულად შეიცვალა წყლისა დაგათბობის სისტემები. ასევე, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა კურორტამდე მისასვლელ გზას.

სეზონის გახსნის ღონისძიებას მთავრობის წევრები, გიდები, ტურისტები, ტურისტული კომპანიებისა და ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საახალწლო დეკორაციებით მორთულ კურორტზე სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ადგილობრივი კერძები და სასმელები, ესრიალათ თხილამურებზე, მოესმინათ ადგილობრივი ფოლკლორი და ბათუმელი ბენდების „ Asea Sul”, Groovephonics ცოცხალი შესრულება. ღონისძიებაზე დასწრების მსურველთათვის მთელი დღის განმავლობაში ბათუმიდან (ბულვარის ტურისტული საინფორმაციო ცენტრი)გომარდულის მიმართულებით მოძრაობდა უფასო ტრანსპორტი. კურორტ გომარდულში სეზონის გახსნის ღონისძიება ფოიერვერკით დასრულდა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930