გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ოთარ ანგურიძე: პრემიერის ინიციატივით პირველად მოხდა ფარმაცევტული დარგის გამოკვლევა და მისი დარეგულირებისათვის ქმედითი ნაბიჯები დაიგეგმა

10-11-2021

ექსპერტი ოთარ ანგურიძე სოციალურ ქსელში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივას ეხმიანება, რომელიც ფარმაცევტული ბაზრის კვლევის მონიტორინგს გულისხმობს.


როგორც ანგურიძე სოციალურ ქსელში წერს, პრემიერის დავალებით კონკურენციის სააგენტომ პირველად შეისწავლა ბაზარი და პრობლემის გადაჭრეს ქმედითი ნაბიჯები დაგეგმა.


აქვე ანგურიძე აღნიშნავს, რომ დარგთან მიმართებაში ორი ძირითადი პრობლემაა - მედიკამენტებზე მაღალი ფასები და კლინიკებთან დაკავშირებული ფარმაცევტული კომპანიები, რომლებიც მრავალი მანიპულაციის საშუალებას იძლევიან.


,,მაღალი ინფლაციის ფონზე ერთ-ერთი მნიშვნელოვან და მტკივნეულ საკითხს სწორედ ფარმაცევტულ ბაზარზე მაღალი ფასები წარმოადგენს. ეს ის საკითხია, რომელზეც მუდმივად ხდებოდა აპელირება იმაზე, რომ სახელმწიფო არ აქცევს სათანადო ყურადღებას დარგს და მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობას უფრო აუარესებს. პრაქტიკულად, პირველად მოხდა დარგის გამოკვლევა და მისი დარეგულირებისათვის დაიგეგმა შესაბამისი ქმედითი ნაბიჯები.


რამდენიმე წლის წინ კონკურენციის სააგენტოს აღდგენით გაჩნდა იმედი, რომ ყველა პრობლემურ სექტორს, სადაც არის ხარისხისა და ფასების მიმართ ვნებათაღელვა მიექცევა სათანადო ყურადღება და მოსახლეობის უფლებების მაქსიმალურად იქნება დაცული.


დარგთან მიმართებაში ძირითადად არის ორი მნიშვნელოვანი საკითხი გამოკვეთილი: 1. მედიკამენტებზე მაღალი ფასები; 2. კლინიკებთან დაკავშირებული ფარმაცევტული კომპანიები, რომლებიც იძლევიან მრავალი მიმართულებით მანიპულაციის საშუალებას.


დღევანდელი სააგენტო ნამდვილად არის პროფესიონალების გუნდით დაკომპლექტებული, რომლებსაც აქვთ გამოცდილება და უნარი, რომ მსგავსი ტიპის ამოცანებს წარმატებით გაართვან თავი.


იმედია ამ ძალზე საინტერესო და მნიშვნელოვან კვლევას არ მოჰყვება პოლიტიკური სპეკულაციები და დაკავშირებული თუ დაინტერესებული პირი იქნება აქტიურად ჩართული, რათა საბოლოოდ გაეცეს პასუხი იმ მწვავე კითხვებზე, რომლებიც არსებობს საქართველოში ფარმაცევტულ ბაზარზე ფასწარმოქმნასთან დაკავშირებით.


დოკუმენტის გამოქვეყნება მოგვცემს საშუალებას უფრო მეტი ანალიზი გავაკეთოთ შედეგებზე და შესაბამის ქმედებებზე, რომელსაც მთავრობა გადადგამს დარგის დასარეგულირებლად.’’ - წერს ანგურიძე facebook - ზე.


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031