გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერმა კახეთის მუნიციპალიტეტების მერებთან რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები მიმოიხილა

10-11-2021

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებულ მერებს ხვდება. მთავრობის მეთაურმა მორიგი შეხვედრა კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებთან გამართა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებული კახეთის მხარეში ირაკლი შიოშვილი ესწრებოდა.


პრემიერ-მინისტრმა მერებთან რეგიონის საჭიროებებზე ისაუბრა მათ კიდევ ერთხელ დაუდასტურა მზაობა, პირადად ჩაერთოს არსებული პრობლემების მოგვარებაში.


ირაკლი ღარიბაშვილმა მოსახლეობის წინაშე არსებული პრობლემებისა და გამოწვევების უმოკლეს ვადაში გადასაჭრელად
მერებისა და სახელმწიფო რწმუნებულების კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31