გაიგე განსხვავებული

შაბათი, ივნისი 14, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერმა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მუნიციპალიტეტების მერებს მოსახლეობასთან მჭიდრო კომუნიკაციისა და პროექტების განხორციელებაში უშუალო ჩართულობისკენ მოუწოდა

10-11-2021

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებულ მერებს ხვდება. მთავრობის მეთაურმა მორიგი შეხვედრა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებთან გამართა. შეხვედრას რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გიორგი მაქარაშვილი ესწრებოდა.


პრემიერ-მინისტრმა მერებთან რეგიონში დაგეგმილი და განხორციელებული პროექტები მიმოიხილა და აღნიშნა, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას მოსახლეობის საჭიროებებზე ორიენტირებული ინიციატივების განხორციელების პროცესში ცენტრალური ხელისუფლების სრული მხარდაჭერა ექნება.


ირაკლი ღარიბაშვილმა მერებთან შეხვედრაზე მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაციის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ყველა პროექტი მაქსიმალურად მოკლე ვადაში და ეფექტიანად უნდა განხორციელდეს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30