5-06-2018
"არ გვინდა, რომ კიდევ ერთი, მეორე, მესამე, თუ მეხუთე სააკაშვილი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი შემოგვტენონ. არ გვსურს, რომ ჩვენს პოლიტიკურ სცენაზე სააკაშვილი გამოჩნდეს", - აცხადებს პუტინი.
რუსეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ რუსეთს სჭირდება ადამიანები დღის პოზიტიური განრიგით. მისი თქმით, პრობლემები მსოფლიოს ყველა ქვეყანაშია.
"თუ პოზიტიური დასაწყისი არ არსებობს და არც არანაირი შემოთავაზებაა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გადაწყდეს ესა თუ ის პრობლემა, ესა თუ ის საკითხი, მაშინ ადამიანებს ამაზე რეაგირება არ ექნებათ", - აცხადებს პუტინი.
მისი თქმით, რუსეთში ამ ეტაპზე მოაზროვნე ამომრჩევლების საკმარისი რაოდენობაა, რომლებიც უყურებენ არა მხოლოდ მიმზიდველ ლოზუნგებს, არამედ უყურებენ პრობლემების გადაჭრის შეთავაზებულ ვარიანტებს.
"როდესაც ადამიანი რაღაც წონას იძენს ამომრჩეველთა თვალში, იგი უკვე ფიგურა ხდება, რომელთანაც უნდა იქონიოს ურთიერთობა, უნდა აწარმოოს მოლაპარაკებები. თუკი ამა თუ იმ პოლიტიკურ ძალას ნდობის ფაქტორი 1, 2 ან 3 პროცენტი აქვს, მაშინ რაზე უნდა იყოს აქ საუბარი? მაშინ ინებეთ აგერ სააკაშვილი. რაში გვჭირდება ასეთი მასხარები?", - აცხადებს პუტინი.