გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სახელმწიფოს მხარდაჭერით, კაკლის გადამმუშავებელი თანამედროვე სტანდარტების პირველი საწარმო გაიხსნა

12-11-2021

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა სახელმწიფოს მხარდაჭერით შექმნილი კაკლის გადამმუშავებელი თანამედროვე სტანდარტების პირველი საწარმო დაათვალიერა და წარმოების პროცესს გაეცნო.


„ჩვენი პოლიტიკა, რომელიცქვეყანაში მრავალწლოვანი კულტურების, მათ შორის, კაკლოვანი კულტურების განვითარებას ითვალისწინებს, პირველ შედეგებს უკვე იძლევა. იზრდება პირველადი წარმოება, რაშიც სახელმწიფო მნიშვნელოვან საგრანტო რესურსებს დებს და, შედეგად, პროგრამის ,,დანერგე მომავალი“ ფარგლებში,უკვე რამდენიმე ათასი ჰექტარი კაკლისა და ნუშის ბაღი გაშენდა;ასევე,ვითარდება მიწოდების მთლიანი ჯაჭვისშემადგენელი რგოლები.


სახელმწიფოს მხარდაჭერით იქმნება თანამედროვე სტანდარტების გადამმუშავებელი საწარმოები, რაც უმნიშვნელოვანესიახარისხიანი, თანამედროვე სტანდარტის პროდუქტის მისაღებად, რომელიც არა მხოლოდ შიდა ბაზარზე იმპორტის ჩანაცვლებაზე იქნება ორიენტირებული, არამედ კონკურენტუნარიანი იქნება საერთაშორისო ბაზრებზეც. ჩვენ გვაქვს საკმაოდ ამბიციური, გრძელვადიანი მიზნები და ამოცანები, რომსაქართველო კაკლოვანი კულტურების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ექსპორტიორი გახდეს მსოფლიოში. ჩვენი პოლიტიკა ამ მიმართულებით თანმიმდევრულად, მიზანმიმართულად, წარმატებით ხორციელდება, რისი მაგალითიც სოფელ მარტყოფში გახსნილი თანამედროვე სტანდარტების ახალი საწარმოა“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.


კაკლის გადამმუშავებელი საწარმო ,,ანიგოზი“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში,სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა. კომპანიამ საწარმოს შესაქმნელად 2 503 000 ლარის ინვესტიცია განახორციელა, საიდანაც 600 000 ლარი სოფლის განვითარების სააგენტოს გრანტია, ხოლო 1 500 000 ლარი - შეღავათიანი აგროკრედიტი. საწარმოს წარმადობა 500 ტონას შეადგენს. წელს, საწარმომ პირველი ნედლეული კახეთის, შიდა ქართლისა და ქვემო ქართლის რეგიონების ფერმერებისგან მიიღო და 110 ტონა კაკალი გადაამუშავა. ამ ეტაპზე, კომპანია წარმოებული პროდუქციის რეალიზაციას შიდა ბაზარზე გეგმავს, მომავალი წლიდან კი, პროდუქცია ექსპორტზე გავა.საწარმოში,მუდმივად, 15 ადგილობრივია დასაქმებული. სეზონურად, აქტიური მუშაობის პერიოდში კი, მათი რიცხვი 30-მდე იზრდება.


როგორც საწარმოს დირექტორმა, ანა ქევხიშვილმა აღნიშნა, მომავალი წლიდან, გაფართოვდება ნედლეულის მიმწოდებელი რეგიონების არეალი, გასამმაგდება გადამუშავებული პროდუქციის მოცულობა და, შესაბამისად,გაიზრდება საექსპორტო პოტენციალი. საწარმოში დაინერგება ხარისხის საერთაშორისო სტანდარტი, რაც კიდევ უფრო გაზრდის ქართული პროდუქციის კონკურენტუნარიანობას.


კომპანიაში,,ანიგოზი“ საწარმოო პროცესს, მინისტრთან ერთად, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ილია თამარაშვილი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები გაეცნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930