გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„დიდგორი 2021“-ის საშტაბო კომპონენტის მიმდინარეობას დიპლომატიური კორპუსი გაეცნო

12-11-2021

უწყებათაშორისი სწავლების „დიდგორი 2021“ საშტაბო და საველე კომპონენტები საქართველოს მასშტაბით 14 ლოკაციაზე პარალელურად მიმდინარეობს. დღეს „დიდგორი 2021“-ის საშტაბო კომპონენტის გასაცნობად საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები საერთო საჯარისო ცენტრს ესტუმრნენ. დიპლომატები სწავლების ფარგლებში განლაგებულ იმიტირებული გენერალური შტაბისა და საკოორდინაციო ცენტრის მუშაობას ადგილზე გაეცვნენ და „დიდგორი 2021“-ის შესახებ პრეზენტაცია მოისმინეს.


თავდაცვის ატაშეები, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ძირითადი ჯგუფისა და აშშ-ის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის (ODC) წარმომადგენლები სწავლების სიტუაციურ ცენტრშიც იმყოფებოდნენ. დიპლომატები ადგილზე დააკვირდნენ სიმულაციური სისტემების საშუალებით სწავლების მონიტორინგის მეთოდებს, ასევე დაესწრნენ ახალი სიმულაციური სისტემებით VBS3 (ვირტუალური ბრძოლის ველი) გათამაშებას. VBS3 თავდაცვის ძალებში პირველად გამოიყენება და საწვრთნელ ქვედანაყოფსა და სწავლების მაკონტროლებელ ჯგუფს საშუალებას აძლევს სწავლებაში მიმდინარე მოვლენები რეალურ დროში აკონტროლონ და საერთო ოპერატულ სურათზე გამოსახონ.


„დიდგორი 2021“ წელს უკვე მერვედ ტარდება. სიმულაციური სცენარის მიხედვით საქართველოს სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს კოორდინირებული მუშაობით უწევთ საომარ და კრიზისულ სიტუაციაში ურთიერთქმედება, ასევე ჰიბრიდულ გამოწვევებთან, მოწინააღმდეგის საინფორმაციო ზეგავლენის ოპერაციებთან და დეზინფორმაციასთან გამკლავება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930