5-06-2018
„ჩვენ არ გვსურს, რომ კიდევ ერთი, მეორე, მესამე ან მეხუთე მიხეილ სააკაშვილი შემოგვტენონ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი. ჩვენ არ გვსურს, რომ ჩვენთან პოლიტიკურ სცენაზე მიხეილ სააკაშვილი გამოჩნდეს - მისი პიროვნების მეორე, მესამე, მეოთხე გამოცემით“-ეს განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ავსტრიის ტელეკომპანია ORF-ს კორესპონდენტ არმინ ვოლფთან ინტერვიუს დროს გააკეთა.
„თქვენ მოგწონთ ასეთი ფიგურანტები, ვითომდა პოლიტიკური მოღვაწეები? ჩვენთან, რუსეთში გვჭირდება ისეთი ადამიანები ისეთი პოზიტიური დღის წესრიგით, რომლებმაც არა მარტო პრობლემებს ხედავენ, არამედ მათი მოგვარებაც იციან... დამიჯერეთ - რუსი ამომრჩეველი უკვე საკმაოდ გამოცდილი და მოწიფულია. ის უყურებს არამარტო მიმზიდველ ლოზუნგებს, არამედ პრობლემების გადაჭრის მიზნით შეთავაზებულ ხერხებს და მეთოდებს. და თუ არაფერი ამის მსგავსი შეთავაზებულია არაა, ასეთი ადამიანები საინტერესონი არ არიან“-დასძინა პუტინმა.
p.s. ინტერვიუს ვრცელი ვერსიის ნახვა შესაძლებელია ბმულზე: www.newspress.ge