გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
არასამთავრობოები მთავრობას თეა წულუკიანის გადაყენების მოთხოვნით მიმართავენ

5-06-2018

არასამთავრობო ორგანიზაცები საქართველოს მთავრობას იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის გადაყენების მოთხოვნით მიმართავენ.

ამ საკითხზე არასამთავრობოებმა დღეს პრესკონფერენცია გამართეს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის განცხადებით, თეა წულუკიანმა მართლმსაჯულების სფეროში რეფორმების გატარების მისიას თავი ვერ გაართვა.

„მივმართავთ საქართველოს მთავრობას, გადააყენოს იუსტიციის მინისტრი, იმიტომ რომ მან წლების განმავლობაში ვერ გაართვა თავი იმ მნიშვნელოვან მისიას, რასაც მართლმსაჯულების სექტორში რეფორმა ქვია.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ პირობების გათვალისწინებით, არაა სწორი თუ ჩვენ ჩავერთვებით მასთან კოსულტაციებში მთავარი პროკურორის არჩევის პროცესში. ვფიქრობთ, რომ ეს ადამიანი არ იქნება მიმართული, რომ მართლაც დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და ღირსეული მთავარი პროკურორი აარჩიოს. ამიტომ ჩვენ მასთან ერთად მაგიდას არ მივუსხდებით“- განაცხადა გიგაურმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30