გაიგე განსხვავებული

შაბათი, ივნისი 14, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბუდაპეშტში ადამ ბალოგის საქართველოსადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა გაიმართა

16-11-2021

ბუდაპეშტის ერთ-ერთ ცენტრალურ დარბაზში „Pesti Vigado" გაიმართა უნგრელი ხელოვნის - ადამ ბალოგის საქართველოსადმი მიძღვნილი
ფოტოგამოფენის "O Mysterium, O Georgia!" ოფიციალური გახსნის ცერემონია.

გამოფენა საქართველოს ელჩმა, ზაალ გოგსაძემ გახსნა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. ელჩმა ხაზი გაუსვა ადამ ბალოგის ნამუშევრების მხატვრულ მნიშვნელობას და აღნიშნა მის მიერ დანახული და აღქმული სამყაროს ფოტოზე გადმოცემის განსაკუთრებული უნარი. საქართველოს ელჩმა ასევე ისაუბრა საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებულ ისტორიულ-კულტურულ კავშირებზე და ღონისძიების სტუმრები საქართველოში მიიწვია.

ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, უნგრულმა ფოლკლორულმა ტრიომ „Vardis Kucha" შეასრულა ქართული სიმღერები.

ღონისძიებას ესწრებოდნენ უნგრეთის პოლიტიკური და კულტურული წრეებისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები, ბუდაპეშტში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წევრები და უნგრეთში მცხოვრები თანამემამულეები.

„Pesti Vigado" ადამ ბალოგის ფოტოგამოფენას მ.წ. 21 ნოემბრის ჩათვლით უმასპინძლებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30