გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კასპის სოფელ კოდისწყაროში მეორადი საავტომობილო ზეთების გადამმუშავებელი საწარმო გაიხსნა

17-11-2021

კასპის მუნიციპალიტეტში, ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან, სოფელ კოდისწყაროში მეორადი საავტომობილო ზეთების გადამმუშავებელი საწარმო შპს „უნივერსალ გრუპ ჯორჯია“ გაიხსნა.


საწარმო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა, USAID/საქართველოს მისიის დირექტორმა, პიტერ ვიბლერმა და საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, დავით საგანელიძემ გახსნეს.


„სოფელ კოდისწყაროში გახსნილი ახალი საწარმო არის ძალიან კარგი მაგალითი ქვეყანაში ცირკულარული ეკონომიკის განვითარების, როდესაც ნარჩენების ხელმეორედ გამოყენების გზით მიიღება პროდუქცია“, -აღნიშნა სოლომონ პავლიაშვილმა.


საწარმოს მშენებლობა USAID-ის პროექტის „ზრდა საქართველოში“ და სს საპარტნიორო ფონდის პროგრამა „სტარტაპ საქართველოს“ თანადაფინანსებით 2020 წელს დაიწყო. პროექტი ხელს უწყობს მეორადი საავტომობილო ზეთების, მათ შორის, ძრავის, ჰიდრავლიკისა და გადაცემათა კოლოფის ზეთების მაღალ ტექნოლოგიური გადამუშავების პროცესს, რომელიც არის უსაფრთხო და გარემოს დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში. ეს არის პირველი საწარმო საქართველოში, რომელიც ინოვაციური „მოლეკულური დაშლის“ მეთოდით გადაამუშავებს მეორად ზეთებს და აწარმოებს 4 ტიპის სხვადასხვა პროდუქტს (დიზელის საწვავი, მაზუთი/ბიტუმი თხევადი ფრაქციით, მაღალ-ოქტანური ბენზინი და მეთანის გაზი). საწარმოში ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება.


„ჩვენი მთავარი მიზანია, შევქმნათ სამუშაო ადგილები. საწარმოში დასაქმდა ადგილობრივი, ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან მცხოვრები მოსახლეობა, რომელიც ამ ეტაპზე ყველაზე მოწყვლადია. ამერიკის შეერთებული შტატები აქტიურად არის ჩართული და ცდილობს, რომ რაც შეიძლება მეტი პროექტი განახორციელოს, რომლის ფარგლებშიც გააძლიერებს ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას. ამერიკა მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას“, - განაცხადა USAID/საქართველოს მისიის დირექტორმა, პიტერ ვიბლერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930