გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი ღიბრაძე: როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ კოვიდ-პასპორტის განახლებაზე, ეს ეხება ქაღალდზე გაცემულ ცნობებს - აპლიკაციაში ამის აუცილებლობა არ არის

17-11-2021

როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ კოვიდ-პასპორტის განახლებაზე, ეს ეხება ქაღალდზე გაცემულ ცნობებს, - ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ოპერაციული შტაბის უფროსმა, გორგი ღიბრაძემ განაცხადა.


მისი თქმით, აპლიკაციაში ამის აუცილებლობა არ არის და მას ავტომატურად განახლებული QR კოდი ექნება.


„ჩვენ 16 ნოემბრიდან მივურთდით ერთიან სისტემას, შესაბამისად, იქედან მივიღეთ ციფრული სერტიფიკატი, რომელიც ჩაშენებულია დღეიდან გაცემულ QR კოდებში. ცხადია, უკვე დაბეჭდილ QR კოდში ამის ჩამატება ვერ მოხდებოდა და ამით არის გამოწვეული ის აუცილებლობა, რომ ვინც 17 ნოემბრამდე აიღო კოვიდ-ბარათი, მან ეს კოვიდ-ბარათი უნდა განაახლოს. მას ახალი QR კოდი მიეცემა ბარათზე, რომელშიც უკვე ჩაშენებული იქნება ევროპული კოვიდ-სერთიფიკატი. აპლიკაციაში ამის აუცილებლობა არ არის. შესაბამისად, ადამიანი, რომელიც ისარგებლებს ამ აპლიკაციით, მას ავტომატურად განახლებული QR კოდი ექნება", - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930