გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
იაპონიის ელჩმა ონის მუნიციპალიტეტს მძიმე ტექნიკა გადასცა

17-11-2021

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა- პაპუნა მარგველიძემ, იაპონიის ელჩს საქართველოში ბატონ -იმამურა აკირას ონის მუნიციპალიტეტის მერთან სერგო ხიდეშელთან ერთად უმასპინძლა.


ონის მუნიციპალიტეტს იაპონიის ელჩმა საზეიმოდ მძიმე ტექნიკა გადასცა.


აღსანიშნავია, რომ იაპონიის საელჩოს ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის ფარგლებში ონის მუნიციპალიტეტში დაფინანსდა პროექტი ‘’ონის მუნიციპალიტეტისთვის მძიმე ტექნიკის შეძენა ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირებისა და ეფექტური რეაგირებისთვის’’, რომლის ფარგლებშიც განხორციელდა მუნიციპალიტეტისათვის მძიმე ტექნიკის გადაცემა.


გამომდინარე იქედან, რომ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონი მიეკუთვნება ერთჯერადი და მრავალჯერადი ბუნებრივი კატასტროფების რისკის ზონას აღნიშნული ტექნიკა ადგილობრივ ხელისუფლებას მისცევს შესაძლებლობას კატასტროფებისადმი მზაობის და შედეგების ეფექტურად დაძლევის.


საგრანტო პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს ადამიანის უსაფრთხოების ხელშეწყობას საქართველოში შემდეგი პრიორიტეტული მიმართულებებით: გარემოს დაცვა, სოფლის მეურნეობა, ინფრასტრუქტურა, ჯანდაცვა და განათლება.


საგრანტო პროგრამის მთავარი პრინციპია სიღარიბის აღმოფხვრა, მდგრადი განვითარება, მოსახლეობის ჩართულობა და თანასწორობა.


შეხვედრაზე სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ აღნიშნა, რომ ონის მუნიციპალიტეტს აღნიშნული პროექტის ფარგლებში მართლაც, რომ საჭირო დახმარება გაეწია, აღნიშნული ტექნიკა საშუალებას მისცევს მინიციპალიტეტს დროულად მოახდინოს რეაგირება ბუნებრივი კატასტროფებისადმი და ადამიანის უსაფრთხოება მაქსიმალურად იქნეს დაცული. სახელმწიფო რწმუნებულმა მადლობა გადაუხადა იაპონიის ელჩს- იმამურა აკირას მხარდაჭერისათვის და გამოთქვა მზაობა სამომავლო თანამშრომლობისათვის.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930