გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
GITA - სა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

17-11-2021

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.


მემორანდუმი მოიცავს საჯაროლექციების, სემინარების, ტრენინგების, მასტერკლასებისა და სხვადასხვა ტიპის კონკურსების ერთობლივ ორგანიზებას, ასევე უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტზე არსებული სამართლის კლინიკა შესაბამისი მომართვის არსებობის შემთხვევაში, გაუწევს უფასო იურიდიულ კონსულტაციას GITA - ს სტარტაპებს ისეთ სფეროებში, როგორიცაა საკორპორაციო სამართალი, შრომის სამართალი, ინტელექტუალური საკუთრების სამართალი და სხვა. საჭიროების შემთხვევაში, მხარეები უზრუნველყოფენ თბილისის ან/და რეგიონალურ ტექნოლოგიურ პარკებსა და ინოვაციების ცენტრებში, სამართლის კლინიკის კონსულტაციების ციკლსა და საინფორმაციო შეხვედრებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31