გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლიფტში დედა-შვილის დაყაჩაღებაში ბრალდებულებს 9 სასამართლომ წლით პატიმრობა მიუსაჯა

5-06-2018

თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები გაიზიარა და ჯგუფურ ყაჩაღობაში ბრალდებულები ი.ჩ. და მ.ნ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დამნაშავედ ცნო.


სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 27 აგვისტოს, ღამის საათებში, ქ.თბილისში, პნევმატური იარაღებით შეიარაღებულები ი.ჩ. და მ.ნ. ხელჩანთის მისაკუთრების მიზნით, საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში თავს დაესხნენ დედა-შვილს - თ.ც.-ს და მ.ც-ს., რა დროსაც ი.ჩ-მ. თავში იარაღის ჩარტყმით თ.ც. -ს მიაყენა დაზიანება, შემდეგ კი ორივე თავდამსხმელი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.


სამართალდამცველებმა მ.ნ. 2017 წლის 27 აგვისტოს ქ.თბილისში, ხოლო ი.ჩ. 2017 წლის 2 სექტემბერს ქ.ზესტაფონში დააკავეს. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინათ და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.


თბილისის საქალაქო სასამართლომ ი.ჩ. და მ.ნ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031