გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები რეტრო მედია
ლევან ბერძენიშვილი სააკაშვილზე: ვირი ცუდ ადგილზე ერთხელ რომ ჩაჰკრავს ფეხს, მეორედ იქ აღარ გაივლის; სააკაშვილის ცხოვრებაში ბნელი მომენტებია...

21-11-2021

"რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ბერძენიშვილის განცხადებით, რომელიც მან 2012 წლის მაისში ჟურნალ "სარკე"-სთან ინტერვიუს დროს გააკეთა, მიხეილ სააკაშვილს არ შესწევს უნარი, რომ საქართველოს დროებით დაკარგული ტერიტორიები დაუბრუნოს.


ბერძენიშვილის თქმითვე, სააკაშვილმა სრულად ქართული ანბანის 33 ასოც კი არ იცის.


"მიხეილ სააკაშვილი არ არის ტერიტორიების დამბრუნებელი იმიტომ, რომ პირზე დუჟმომდგარი ბღაოდა სპორტის სასახლეში, არასდროს არავის ბოდიშს არ მოვუხდითო.


ბოდიშს არ იხდის ის, ვინც ომს აპირებს და ომით რაც დავიბრუნეთ, ვნახეთ.


ვირი ცუდ ადგილზე ერთხელ რომ ჩაჰკრავს ფეხს, მეორედ იქ აღარ გაივლის. კარგი იქნებოდა, ქართულის მასწავლებელს სულხან-საბას იგავები რომ ესწავლებინა მისთვის.


საქართველოს პრეზიდენტმა ქართული ანბანის 33 ასოც კი არ იცის კარგად, არ ფლობს სასვენ ნიშნებს, ვერ ერკვევა რომელი არის ქვეყნის დედაქალაქი, მაგრამ აქვს ბედნიერება, ქართველი ერის ნაწილს ის კვლავ მოსწონდეს.


მიხეილ სააკაშვილს არ უყვარს ლაპარაკი ყველა იმ სკოლაზე, სადაც ის სწავლობდა. მითი არის, რომ 51-ე სკოლაში ისწავლა. მან ამ სკოლაში ყველაზე ნაკლები დრო დაჰყო.....


ფაქტია, რომ სკოლიდან სკოლაში სიარული რაღაცასთანაა დაკავშირებული და არ უყვარს ამაზე ლაპარაკი. არც იმ ჯარზე უყვარს ლაპარაკი, სადაც მსახურობდა.


მიხეილ სააკაშვილი არის "კა გე ბე"-ს ჯარების ყოფილი ეფრეიტორი და ვინც ეს გაახსენა, მეორე დღეს სამსახურიდან დაითხოვა. კიდევ არის მის ცხოვრებაში რამდენიმე ბნელი მომენტი. პრეზიდენტ სარკოზის დაუთვალეს ყველა ქალი, ვისთანაც ყოფილა და ყველა ბრძანება, რომელიც გაუცია როგორც მინისტრს და როგორც პრეზიდენტს.


სააკაშვილი ბედნიერი კაცია, იმიტომ, რომ საქართველოში ხელისუფლების სათავეში მყოფს შეცდომებს არავინ უთვლის" - აცხადებდა ლევან ბერძენიშვილი.


p.s. მასალა მომზადებულია საინფორმაციო სააგენტო newspress.ge -ს საარქივო ბაზაზე დაყრდნობით

გამოკითხვა
თქვენი აზრით, გაამართლა თუ არა ტაქსების რეფორმამ დედაქალაქში?

სხვა გამოკითხვები

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2021    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031