28-11-2021
"რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ბერძენიშვილის განცხადებით, სააკაშვილს თავის თავზე მითების შექმნა უყვარს.
ეს განცხადება ბერძენიშვილმა ჟურნალ "სარკესთან" ინტერვიუში 2012 წლის მაისში გააკეთა, რომლის ფრაგმენტსაც საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ:
"სააკაშვილი ბევრისთვის ახალგაზრდა, გულანთებული კაცი იყო, მაგრამ მისგან საშუალო ასაკის მსახიობი მივიღეთ, რომელსაც არც ერთი ნამდვილი ემიცია აღარ შემორჩა.
ხან აღტკინებულის როლს ასრულებს, ხან აგენტებთან მებრძოლის, ხან იბრალებს, რომ შეუდრეკელი მამაკაცია, რომელსაც მსოფლიოში ვერავინ დააკმაყოფილებს.
ვიცნობდი საქართველოში პოლიტიკოსს, რომელსაც მეორე პოლიტიკოსი მიჰყავდა საუნაში, მასთან ერთად გამოიძახებდა აღვირახსნილი ყოფაქცევის სამ ქალბატონს, რომ იმას მერე დაედასტურებინა, რა დაუოკებელი მამაკაცური ბუნების ადამიანია, მაშინ, როცა სხვა რამე ბრალდებოდა.
სააკაშვილს უყვარს თავის თავზე მითების შექმნა. ერთხელ, მე და შალვა რამიშვილს გვაჩვენა ბანქოს ქაღალდები, რომლებზეც მისი და ქალების სურათები იყო გამოსახული. მე დათვალიერებაზე უარი ვთქვი, შალვამ ნახა" - განუცხადა ლევან ბერძენიშვილმა გამოცემის კორესპონდენტს.
p.s. მასალა მომზადებულია საინფორმაციო სააგენტო newspress.ge - ს საარქივო ბაზაზე დაყრდნობით
p.p.s. მასალის გამოყენებისას წყაროების მითითება აუცილებელია!!!