29-11-2021
„ქაოსს, დესტაბილიზაციას და არეულობას საქართველოში არავინ დაუშვებს, არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ“, - ამის შესახებ ექსპერტი ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, რაც ახლა სასამართლოს შენობასთან ხდება ან მოხდება, პირადად სააკაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის“პასუხისმგებლობაა.
„რაც ახლა სასამართლოს შენობასთან ხდება ან მოხდება არის პირადად მიხეილ სააკაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის“ პასუხისმგებლობა. ქაოსს, დესტაბილიზაციას და არეულობას საქართველოში არავინ დაუშვებს, არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ რევოლუციურ სცენარს მხარდაჭერა არც აქვს და არც არასდროს ექნება. კანონის უზენაესობა არის დემოკრატიის ქვაკუთხედი, კანონის და სამართლის აღსრულებას წინ ვერაფერი დაუდგება“, - წერს ვლადიმერ ბოჟაძე.
ინფორმაციისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის 7 ნოემბრის საქმის განხილვა მიმდინარეობს. პროცესს მიხეილ სააკაშვილი ესწრება.
თბილისის საქალაქო სასამართლოსთან „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები არიან შეკრებილები და საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოსთან შეკრებილმა მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებმა აღმაშენებლის ხეივნის გზის სავალი ნაწილი გადაკეტეს. მათი განცხადებით, სასამართლო პროცესის დასრულებამდე გზა გადაკეტილი იქნება.