გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი: ვერ წარმომიდგენია 21-ე საუკუნეში წამება ან ციხეში ცუდად მოპყრობა

29-11-2021

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ მას ვერ წარმოუდგენია 21-ე საუკუნეში ადამიანის მიმართ წამება ან ციხეში ცუდად მოპყრობა.


ამის შესახებ სააკაშვილმა დღეს გამართულ სასამართლო პროცესზე განაცხადა.


"საქართველოში შემოსვლის დროს მე ვიცოდი რომ დამაკავებდნენ და არც მიცდია დამალვა. როცა საქართველოში წამოსვლის წინ ევროპარლამენტარებს შევხვდი,


მათ მკითხეს - არ გგონია, რომ როცა საქართველოში ჩახვალ შენ იქ გაწამებენ? და მე ვუთხარი, 21-ე საუკუნეში ვინ აწამებს ვის, კარგი ეხლა როგორ გაბედავენ.


ამერიკაში შეხვედრისას კი ერთ-ერთმა სენატორმა მითხრა, ჩვენ უბრალოდ გვეშინია შენი პირადი უსაფრთხოების საკითხზე, თუ რა შეიძლება გიქნან ციხეშიო. ამასაც ვუთხარი, რომ 21-ე საუკუნეში ციხეში რა უნდა მიქნან, ვინ რას გაბედავს" - განაცხადა სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930