გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დენის შმიგალი: ასოცირებული ტრიოს ქვეყნები ვაფასებთ აღმოსავლეთ პარტნიორობის დღის წესრიგის განვითარების საქმეში შარლ მიშელის ჩართულობას

30-11-2021

უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და მოლდოვის პრემიერ-მინისტრ ნატალია გავრილიცასთან ერთად ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან გამართულ შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში" ეხმაურება.


დენის შმიგალის თქმით, ასოცირებული ტრიოს ქვეყნები აღმოსავლეთ პარტნიორობის დღის წესრიგის განვითარების საქმეში შარლ მიშელის ჩართულობას აფასებენ.


„აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის მოლოდინში, ასოცირებული ტრიოს ფორმატში ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს შევხვდით. ვაფასებთ აღმოსავლეთ პარტნიორობის დღის წესრიგის განვითარების საქმეში მის ჩართულობას და ველით, რომ ხსენებული სამიტი ასოცირებულ სახელმწიფოებს აუცილებელ და სტრატეგიულ მუხტს შემატებს",- წერს დენის შმიგალი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31