გაიგე განსხვავებული

სამშაბათი, მაისი 20, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
წალკის სოფელ არ-სარვანში " ქართული ოცნების" წევრს ნაცმოძრაობის მხარდამჭერმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა

30-11-2021

პოლიტიკურ ნიადაგზე დაპირისპირება მოხდა წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ არ-სარვანში, სადაც "ქართული ოცნების" წევრი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერმა სცემა.


ამავე სოფელში მცხოვრები ნაცმოძრაობია მხარდამჭერი ვასიფ იბრაგიმოვი ჯერ სიტყვიერად, შემდეგ კი ფიზიკურად დაუპირისპირდა " ქართული ოცნების წევრს", წალკის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს, სოფელ თეჯისში ნუსრატ გეიდაროვს.


ინციდენტი 29 ნოემბერს მოხდა.


ვასიფ იბრაგიმოვმა გეიდაროვს უსაყვედურა, რატომ მუშაობდა "ქართული ოცნების" სასარგებლოდ, რის შემდეგაც მათ შორის მოხდა სიტყვიერი კონფლიქტი, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ვასიფ იბრაგიმოვმა ნუსრატ გეიდაროვს სახის არეში მუშტი ჩაარტყა, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა ცხვირისა და თვალების არეში მიიღო დაზიანებები. კონფლიქტს ჰყავს თვითმხილველები.


მომხდართან ფაქტთან დაკავშირებით, დღეს ნუსრატ გეიდაროვმა შსს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის წალკის რაიონულ სამმართველოს მიმართა. გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031