1-12-2021
პროგრამაში - „სუბსიდირებული იპოთეკური სესხი" ცვლილება შევიდა: კერძოდ, გაფართოვდა მარტოხელა მშობლის სტატუსის განსაზღვრება.
ცვლილების თანახმად, პროგრამით სარგებლობა შეეძლებათ:
- საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე საქართველოს მოქალაქეს ან/და;
- საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირს, რომელიც სესხის აღების მომენტში არ იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში და ჰყავს არასრულწლოვანი შვილ(ები)ი/აყვანილი შვილ(ები)ი.
შეგახსენებთ, რომ პროგრამა მიზნად ისახავს, როგორც უძრავ ქონებაზე მოთხოვნის სტიმულირებას, ასევე, მრავალშვილიანი ოჯახების, ან ისეთი მშობლების მხარდაჭერას, რომლებსაც ჰყავთ ახალშეძენილი შვილები.
პროგრამა ითვალისწინებს სესხებზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის სუბსიდირებას სესხის გაცემიდან 60 თვის მანძილზე.
პროგრამით სარგებლობის შესაძლებლობა აქვს სუბიექტს, რომელსაც:
• ჰყავს 2021 წლის 1 სექტემბრის შემდეგ დაბადებული 1 წლამდე ასაკის შვილი;
• სესხის აღების მომენტში ჰყავს 3 ან მეტი არასრულწლოვანი შვილი;
• სესხის აღების მომენტში ჰყავს 2021 წლის 1 სექტემბრის შემდეგ შვილად აყვანილი არასრულწლოვანი პირი.
16-11-2024
16-11-2024