გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ონის მერმა სოფელ ხირხონისში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულა

1-12-2021

ონის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.


სოფელ ხირხონისში დასრულდა საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები, ასევე განხორციელდა მეწყრისგან დაზიანებული გზის რეაბილიტაცია.


30 ნოემბერს სოფელ ხირხონისში იმყოფებოდა ონის მუბიციპალიტეტის მერი სერგო ხიდეშელი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად და ადგილზე გაეცნო შესრულებული სამუშაოების მდგომარეობას.


საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები განხორციელდა შპს „ორვოს" მიერ, დაფინანსდა 100% ადგილობრივი ბიუჯეტით და ღირებულება შეადგენდა 65298 ლარს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31