გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საპარლამენტო დელეგაცია აშშ-ში IFES-ის პრეზიდენტს შეხვდა

7-06-2018

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია სოფო კილაძის ხელმძღვანელობით ვაშინგტონში IFES-ის პრეზიდენტ ბილ სვეენის, ვიცე-პრეზიდენტ მიხაელ სვეტლიკსა დაკავკასიისა და ცენტრალური აზიის პროექტების უფროს მენეჯერს, ენტონი ბოვიერს შეხვდა.


შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოში არსებული საარჩევნო გარემო და ის ცვლილებები, რომელიც 2012 წლის შემდეგ სამართლიანი არჩევნებისუზრუნველყოფის კუთხით არის ქვეყანაში. მათ შორის, საარჩევნო ცვლილებები, სიტყვის თავისუფლება და მედიაგარემო, პარტიათა დაფინანსება და სხვა. ქართულმამხარემ ამერიკულ ორგანიზაციას გააცნო საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში საარჩევნო კუთხით არსებული პროგრესი. ამერიკული მხარე დაინტერესდა, ასევე,მომავალ საპრეზიდენტო არჩევნების საკითხით.


IFES-ის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს მხარდაჭერა საქართველოში მიმდინარე რეფორმებისადმი, მათ შორის, შშმ პირთათვის საარჩევნო გარემოსგაუმჯობესების კუთხით. IFES-ი, როგორც დონორი ორგანიზაცია გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას საარჩევნო გარემოს კიდევ უფრო გაუმჯობესების კუთხით.


პარლამენტის დელეგაციის შემადგენლობაში შედიან სოფო კილაძე, რატი იონათამიშვილი, ირაკლი ბერაია და გიორგი ტუღუში.
ვიზიტი ხორციელდება აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, დავით ბაქრაძის მხარდაჭერით.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930