გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სუს-ის ტექნოლოგიური ინოვაციების და სწავლების ცენტრში ბირთვული და რადიაციული კონტროლის საკითხებზე სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონული სწავლება გაიმართა

7-06-2018

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს ტექნოლოგიური ინოვაციების და სწავლების ცენტრში ბირთვული და რადიაციული კონტროლის საკითხებზე სამხრეთ აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონული სწავლება „ლომის ფარი“ გაიმართა.


სწავლება ევროკავშირის ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული (ქბრბ) საფრთხეების შემცირების გამოცდილების გაზიარების ინიციატივის ფარგლებში განხორციელდა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, გაეროს რეგიონთაშორისი დანაშაულისა და მართლმსაჯულების კვლევითი ინსტიტუტის და უკრაინის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ცენტრის პარტნიორობით.


სწავლების სცენარები ორიენტირებული იყო ბირთვული და რადიოაქტიური მასალების კონტრაბანდის შემოტანის შემთხვევებზე. მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, შეემოწმებინათ ბირთვული და რადიაციული მასალების გამოვლენის კუთხით არსებული რესურსები და რეგიონის ქვეყნებს შორის არსებული კოორდინაციის შესაძლებლობები.


სწავლება ქართველმა და უცხოელმა ექსპერტებმა, მათ შორის ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს, ინტერპოლის, ნორვეგიის რადიაციული დაცულობის ორგანიზაციის, საქართველოში აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოსა და აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა შეაფასეს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930